Accessibility links

"შინ - უცხოეთში": ზაზა ბურჭულაძე "კომფორტულ ჯოჯოხეთში"


"შინ - უცხოეთში": ზაზა ბურჭულაძე "კომფორტულ ჯოჯოხეთში"
please wait
Embed

No media source currently available

0:00 0:06:12 0:00

ბერლინში შევხვდით და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მიმავალმა ზაზა ბურჭულაძემ გვითხრა, საქართველო ქართულმა თანამედროვე კულტურამ გახადა ცნობილი მსოფლიო რუკაზეო. საკუთრივ ბაზრობა მოვლენაა, მაგრამ ავტორი ხვდები, რომ შენი პროდუქციაც კარტოფილი და მწვანილია, როგორც "დეზერტირების" ბაზარში, და მაინც მიდიხარ იქ, რადგან იქმნი ილუზიას, რომ მნიშვნელოვანი ხარო. არ ვიცი, სამშობლოდან რატომ წამოვედი, ან რატომ უნდა დავბრუნდე უკან, - უთხრა გადაცემის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს, მწერალმა. - აქ ფიქრი ისეთი ლაღი აღარ არის, როგორიც საქართველოში იყო, თავისუფლებისა და დაცულობის განცდამ დიდი წნეხი მოიტანა, "თავისუფლება დაცვას, გალიას და ვოლიერებს გულისხმობს", ამბობს ბერლინში ზაზა ბურჭულაძე, პირობით ვოლიერში ბაასისას.

XS
SM
MD
LG