Accessibility links

ფეხბურთი თუ გიყვართ, ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვის ზრუნვაა საჭირო, - უდავო ჭეშმარიტებას იმეორებს ვასილ ჯალაღონია, პრაღის დუკლას ბავშვთა საფეხბურთო კლუბის მწვრთნელი. კრიშტიანუ რონალდუ იქნება თუ ფრანც ბეკენბაუერი, იოჰან კრუიფი თუ ანდრეს ინიესტა, ბავშვობაში იწყებდნენ თამაშს.

ჩეხი ბიჭუნების უცხოელი მწვრთნელი ცდილობს მისი აღსაზრდელები მოედანზე უშიშრად ირჯებოდნენ, ის შეცდომებს არ განიკითხავს, მაგრამ მათგან თავდადებას მოელის. "შინ - უცხოეთში" გადამღები ჯგუფი, ოქროპირ რუხაძე და ოპერატორი ილია სამურგანიდი, დუკლას პატარა ფეხბურთელების საწვრთნელ თამაშსა და ვარჯიშს დაესწრნენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG