ცახი - რაჭის სოფელი დაცლის პირას
ცახი ქვემო რაჭის მაღალმთიანი სოფელია, სადაც დღეს ოცამდე გლეხი ცხოვრობს. წლებია, იქ ახალი ოჯახი არ შექმნილა და არც ბავშვი დაბადებულა. სოფელში მცხოვრები ახალგაზრდა კაცების უმრავლესობა უცოლოა, ცახში აღარც ახალგაზრდა ქალები შემორჩნენ - ისინი ქალაქში გადაიხვეწნენ, ზოგი სასწავლებლად, ზოგიც სამუშაოდ. სოფელში არ არის სკოლა, სამედიცინო პუნქტი, ჭირს სატელეფონო კავშირი და გზა ხშირად ფუჭდება - ამ ფონზე კი, განსაკუთრებით ზამთარში, სოფელში დარჩენა ახალგაზრდებს განსაკუთრებით უჭირს. თუმცა გამოჩნდნენ ისეთებიც, ვინც სოფელში დაბრუნდა და იქ ცხოვრების აწყობა სცადა. მიუხედავად ამისა, ცახი დაცლის პირასაა. ამ პრობლემის წინაშე დგას რაჭის არაერთი სხვა სოფელიც.
ეპიზოდები
-
აპრილი 01, 2026ამინი - ილია II-ის ინგუში შვილობილი
-
მარტი 24, 2026პატრიარქი უკანასკნელ გზაზე
-
მარტი 12, 2026ნათია ფანჯიკიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
თებერვალი 03, 2026ვაჟა გაფრინდაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
იანვარი 22, 2026ერთი სიცოცხლე - ერთი ტყვია: რას ჰყვებიან ირანელები
-
იანვარი 14, 2026პროტესტში სამშობლოდან შორს - ირანელი ქალები ბრძოლაში