Accessibility links

ცოტნე გამსახურდია ხელოვნური კომიდან გამოიყვანეს


„ცოტნე გამსახურდია ცოლის ხმაზე რეაგირებს. ანა რამდენიმე საათია მის პალატაში იმყოფება და ცოტნე რეაქციებს გამოხატავს“, - ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას მიაწოდა ცოტნე გამსახურდიას ცოლის, ანა ჯაბაურის თანაშემწემ, ჯაბა კვარაცხელიამ.

მისი თქმით, სტამბოლში, აჯიბადემის კლინიკაში ანა ჯაბაური რამდენიმე საათის წინ შევიდა:

„ცხადია არ ლაპარაკობს. ემოციებს ნაწილობრივ გამოხატავს. ექიმების თქმით, პაციენტმა ანას ხმაზე დადებითი ემოციები დააფიქსირა და ამიტომ ექიმებმა ანას სთხოვეს, რომ პალატაში დარჩენილიყო. პაციენტს რამდენიმე დღის წინ შეუწყვიტეს იმ წამლების მიწოდება, რომელიც მის ხელოვნურ კომაში ყოფნას უზრუნველყოფდა. როგორც ანამ თქვა, ვთხოვე, ხელზე ხელი მომიჭირე და მომიჭირაო. მუსიკაც მოვასმენინეო“, - ამბობს ჯაბა კვარაცხელია.

ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში პოსტი ცოტნე გამსახურდიას ძმამ, კონსტანტინე გამსახურდიამ. ის წერს, რომ ექიმი პაციენტის მდგომარეობას ნორმალურს უწოდებს და გარემოს ადეკვატურად აღიქვამს.

ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს თბილისში, გალის ქუჩაზე დაჭრეს. მას შემდეგ ის ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა. თბილისში ჩატარებული ოპერაციისა და ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ, იანვრის დასაწყისში, ოჯახის მოთხოვნით, ის თურქეთში გადაიყვანეს სამკურნალოდ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG