Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „უშიშროების კომიტეტის“ უფროსი დაითხოვეს


ოლეგ შირანი „КГБ-ის თავმჯდომარეობიდან“ გადააყენეს
ოლეგ შირანი „КГБ-ის თავმჯდომარეობიდან“ გადააყენეს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა თანამდებობიდან დაითხოვა „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის“ (КГБ) თავმჯდომარე ოლეგ შირანი. მის ნაცვლად ანდრეი ტოკაევი დაინიშნა.

საკადრო ცვლილების ოფიციალური მიზეზი ჯერ არ სახელდება.

ოლეგ შირანი ამ თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა. მანამდე ის რუსეთის ფედერალურ უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა.

გამოცემა „ეხო კავკაზა“, ასევე, სხვა მედიასაშუალებები ბოლო პერიოდში იუწყებოდნენ ალან გაგლოევსა და ოლეგ შირანს შორის კონფლიქტის შესახებ.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაგლოევმა „ვენდეტა გამოუცხადა კგბ-ს თანამშრომლებს მისი მეგობრის, კგბ-ის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრ ტუაევი თანამდებობიდან გათავისუფლების გამო“.

გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრი ალან გუჩმაზოვი და მისი მოადგილეები, იგორ პლიევის პეტრ თადტაევი და სოსლან სანაკოევი თანამდებობებიდან გადადგნენ.

„შინაგან საქმეთა მინისტრად“ ერისლავ მამიევი დაინიშნა, მისი მოადგილეები კი დმიტრი დუდაევი, დავით ნალბანდოვი და აცამაზ საგკაევი გახდნენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG