Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა მკაცრად დაისჯება


ამ დღეებში პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ცხოველებისადმი სასტიკ და არასათანადო მოპყრობაზე სასჯელის გამკაცრებას მხარი დაუჭირა. დაგეგმილია შესაბამისი ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში. ცვლილებების მიხედვით, ცხოველების მოკვდინების შემთხვევა ამიერიდან სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება და ადმინისტრაციული კოდექსი აღარ დაარეგულირებს.

გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ ცხოველთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე თინა ჭავჭანიძე აღნიშნული ცვლილების მნიშვნელობაზე ლაპარაკობს. კანონის გამკაცრება არის შედეგი არა მარტო ცხოველთა უფლებების დამცველთა აქტიურობისა, არამედ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა - ბოლო წლებში ცხოველთა მიმართ სასტიკ მოპყრობას არაერთი გამოხმაურება და პეტიცია მოჰყვა, თუმცა სამართალდამცავი სტრუქტურების რეაგირება საკმარისი არ იყო. თუმცა, ცხოველთა უფლებების დამცველის არიზრით, კანონპროექტი მეტისმეტად ზოგადია და დახვეწას საჭიროებს. კანონპროექტში არ არის გათვალისწინებული, მაგალითად, ცხოველთა ორთაბრძოლა, რომელსაც არანაკლები სისასტიკე ახლავს, ვიდრე ცხოველის წამებას.

საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ ცხოველის წამება, სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, დაისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 120-დან 240 საათამდე, შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG