წარმატებული მოჭიდავეები ძალადობის წინააღმდეგ აქციაში აქტიურად ჩაერთნენ
მსოფლიოს ჩემპიონი თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გენო პეტრიაშვილი და ზურაბ იაკობიშვილი სოციალური პროექტის „ძლიერები არ ძალადობენ“ ფარგლებში 166-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. წარმატებულმა სპორტსმენებმა, რომლებიც აქციის კეთილი ნების ელჩები არიან, ისაუბრეს მოზარდებში ძალადობის პრობლემაზე და ჯანსაღი ცხოვრების წესის უპირატესობაზე. სოციალური პროექტი - „ძლიერები არ ძალადობენ", სლოგანით - „არ დაჩაგრო, იზრუნე" - ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის იდეის გარშემო რამდენიმე უმნიშვნელოვანეს მიზანს აერთიანებს. მათ შორის, ახალგაზრდა თაობაში ისეთი ფასეულობების დამკვიდრებას, როგორიცაა არაძალადობრივი ცხოვრება, ადამიანის უფლებები და ურთიერთპატივისცემა. კამპანიას კეთილი ნების ელჩები არიან ცნობილი სპორტსმენები: სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი), ძიუდოისტები ვარლამ ლიპარტელიანი და გურამ თუშიშვილი, ძალოსანი ლაშა ტალახაძე, ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, პარამოფარიკავეები ნინა თიბილაშვილი და ირმა ხეცურიანი და სხვები.
ეპიზოდები
-
მაისი 28, 2026„ჩემი შვილი იყოს ბოლო“
-
მაისი 27, 2026ანტი-დრონების პოლიცია კრამატორსკში
-
მაისი 26, 2026დამოუკიდებლობის დღე - მაშინ აქედან ვიყვირებთ
-
მაისი 25, 2026ქუჩა, როგორც პროტესტის არქივი - როგორ იბრძოდნენ საქართველოში
-
მაისი 09, 2026ინტერვიუ კევინ ჰამილტონთან
-
მაისი 09, 2026შვილი: ნინო ზაუტაშვილი