75 წლის წინ, 1944 წლის 6 ივნისს, მოკავშირეთა ჯარები გადასხდნენ ჩრდილოეთ საფრანგეთში, ნორმანდიაში. ეს იყო ზღვიდან ხმელეთზე ჯარების გადასხმის ყველაზე ფართო მასშტაბის ოპერაცია ისტორიაში.
1944 წელს მოკავშირეთა გადასხდომა ნორმანდიაში
11
1944 წ. 6 ივნისს გადაღებულ ამ ფოტოზე ვხედავთ, როგორ უტევენ გერმანული სამხედრო თვითმფრინავები მოკავშირეთა გემებს, როცა ჩრდილოეთ საფრანგეთის ნაპირებთან დაიწყო მეორე მსოფლიო ომის ყველაზე ფართო მასშტაბის სადესანტო ოპერაცია.
12
1944 წელს ევროპის კონტინენტზე ჯარების გადასხმის ოპერაციის უმაღლესი ხელმძღვანელი, გენერალი დუაიტ დ. აიზენჰაუერი დავალებას აძლევს პარაშუტისტებს, სანამ ისინი თვითმფრინავში ჩარსდებიან და ევროპის კონინენტისკენ გაფრინდებიან. ინგლისი, 1944 წ. 6 ივნისი.
13
საფრანგეთის ჯარები 1944 წ. 6 ივნისს ჩადიან ნორმანდიის სანაპიროზე, მას შემდეგ, რაც მოკავშირეთა ძალებმა იერიშით აიღეს ის.
14
აშშ-ის დროშა აფენია დანგრეულ ბუნკერზე ორი დღის შემდეგ, რაც ამერიკის ჯარებმა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი დაიკავეს. 1944 წ. 8 ივნისი.
15
1944 წლის 6 ივნისს გადაღებულ ამ საარქივო ფოტოზე აღბეჭდილია მოკავშირეთა პარაშუტისტების დაშვება ლა-მანშის ნაპირზე, მას შემდეგ, რაც მოკავშირეთა ჯარებმა ფართო მასშტაბის იერიში განახორციელეს ნორმანდიის სანაპიროზე.