Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წიგნები: ოთარ ჭილაძე


„წიგნები“ რუბრიკით „ქართული“ აგრძელებს საუბრებს დიდ მთაწმინდელებზე, იმ დიდ ადამიანებზე, რომელთაც ქართველმა ხალხმა სამუდამო განსასვენებლის ადგილად ქართული პოეზიის პარნასოსი, მთაწმინდა დაუწესა.

დღევანდელი ჩვენი გმირია დიდი პოეტი, დრამატურგი, სცენარისტი, რომანისტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, 1998 წლის ნობელის პრემიის ნომინანტი, ოთარ ჭილაძე, რომელმაც ოცდამეერთე საუკუნეში, 2009 წლის ოქტომბერში დაიკავა თავისი ადგილი მამადავითზე.

პირველი ლექსი გამოაქვეყნა სახელგანთქმულ ალმანახ „პირველ სხივში“ 1952 წელს. უფაქიზესი პოეტი, გალაკტიონის მემკვიდრე, უდიდესი ქართველი რომანისტიცაა. მისი რომანი „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ თანამედროვე მითოსის ქმნადობის ბრწყინვალე ნიმუშია, რომელიც ეროვნული არაცნობიერის ძიების უჩვეულოდ წარმატებული პროექტია…

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG