Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წიგნები წისქვილში - საკითხავი ადგილი


სოფლად დარჩენილ წისქვილებში წიგნის თაროები გამოჩნდა. მოძრაობა ეკვილიბრიუმმა საქმე გურიის სოფლებდან დაიწყო და ლიხაურის, დვაბზუსა და სილაურის წისქვილებში ბიბლიოთეკები მოეწყო.

წისქვილის ბიბლიოთეკა
წისქვილის ბიბლიოთეკა

„ჩემს ბავშვობაში სულ რამდენიმე გასართობი ამბავი მეგულებოდა, რომელიც დღესასწაულს უდრიდა და მათ შორის იყო წისქვილში წასვლა. ორი დიდი მაგია აქვს წისქვილს, ერთი ზიხარ, თვალს ფქვის რუტინა გიშტერებს და წყლის ხმა ემბიენტივით გესმის. მეორე, თუ ბევრია სიმინდის დაფქვის მოსურნე, დიალოგებია - დიდი ამბებით დაწყებული წვრილმანებით დასრულებული. ახლა გადავწყვიტეთ, ამ საქმეს მესამეც შევმატოთ - წიგნის კითხვა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.

იდეა რომ გაჩნდა, ეგონათ, რომ არც ისე ბევრი წისქვილი იქნებოდა სოფლებში შემორჩენილი, მაგრამ გურიის სოფლების წისქვილებში წიგნების მიტანის შემდეგ გიორგი კეკელიძეს ასობით ადამიანი ეხმიანება.

გიორგი კეკელიძე
გიორგი კეკელიძე

„ეს ჩვენი მოძრაობის ნაწილია, ეკვილიბრიუმი სოფლებში ბიბლიოთეკების აღდგენას და განახლებას გულისხმობს. უკვე ათასამდე სოფელში ვიყავით. წიგნი, კომპიუტერი, ინტერნეტი და ზოგან ისეთი სახალისო რამ, როგორიც სკვერის ბიბლოთეკა ან წისქვილის სამკითხველოა, რომელსაც გარდა თვისობრივისა, სიმბოლური მნიშვნელობა აქვს - წიგნის შეხსენების“, - ამბობს გიორგი.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG