Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წყალტუბოს სათნოების სახლის ერთ-ერთ ბენეფიციარს COVID-19 დაუდგინდა


წყალტუბოს სათნოების სახლის ერთ-ერთ ბენეფიციარს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირების შემთხვევის გამო სათნოების სახლის 180 ბენეფიციარს გამოკვლევა ჩაუტარდება. მათი უმეტესობა ხანდაზმულია.

წყალტუბოს სათნოების სახლის ბენეფიციარი შუახნის ქალი იმ ინფიცირებული მამაკაცის კონტაქტია, რომელსაც ვირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. ქალი კარანტინში იყო გადაყვანილი და ვირუსზე შემოწმება ადგილზე ჩაუტარდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, პაციენტს ვირუსი მსუბუქი ფორმებით აქვს, შესაძლოა ის კლინიკაში გადაიყვანონ.

COVID-19 ბოლო ერთი კვირის განმავლობაში წყალტუბოში კიდევ ორ მამაკაცს დაუდასტურდა, მათ შორის ერთი მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია.

ვირუსით დაავადების დადასტურებული შემთხვევების მატების მიუხედავად, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტში საგანგებო ზომების კიდევ გამკაცრება ამ ეტაპზე არ იგეგმება:

„ჯერჯერობით ნამდვილად არ არის ის სიტუაცია წყალტუბოში, რომ ზომების გამკაცრებაზე ვიფიქროთ. სტანდარტის შესაბამისად, ვიკვლევთ ამ ქალბატონის კონტაქტებს, ვისი ყოფნაც საჭიროა, თვითიზოლაციაშია, თუ საჭირო იქნება ვინმეს კარანტინში ან ცხელების ცენტრში გადაყვანა, მოგვიანებით გაცნობებთ. ყველა ადამიანი, ვინც იყო ამ ქალბატონთან კონტაქტში, არის პოტენციურად რისკის ქვეშ, ასეთი ადამიანი, სამწუხაროდ, ბევრია და მათზე მეთვალყურეობა გრძელდება“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG