Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჭოლა ლომთათიძე


„წიგნები“ რუბრიკით „ქართული“ გთავაზობთ საუბარს უსამართლოდ მივიწყებულ ქართველ მწერალზე, მცირე ფორმის დიდოსტატზე, ჭოლა ლომთათიძეზე. რევოლუციონერი, პარტიული ფუნქციონერი, დეპუტატი, პატიმარი, ჭოლა ლომთათიძე უაღრესად საინტერესო პიროვნება იყო. ქართულ ლიტერატურაში მან ციხის თემა შემოიტანა, იგი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ორი ციხის თემა განავითარა (ე.წ. შიდა ციხე – საპყრობილე და გარე ციხე – ცარისტული რუსეთი). პატიმრობასა და ავადმყოფობას რომ დაეცლია, ეს მწერალი აშკარად ქართველ ო’ჰენრიდ ჩამოყალიბდებოდა. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა მისი ჩანახატები „თეთრი ღამეები“ და „ჰონორარი“. სხვათა შორის, „თეთრ ღამეებში“ პირველად ქართულ ლიტერატურაში გადმოცემულია „ცნობიერების ნაკადის“ ტექნიკით შესრულებული პასაჟები…

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG