Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა


ხოსე (პეპე) მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხოსე (პეპე) მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

ურუგვაის ყოფილი პრეზიდენტი ხოსე (მეტსახელად პეპე) მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მუხიკა, - რომელიც ცხოვრების მოკრძალებული წესით იყო ცნობილი და პრეზიდენტობის ვადის დასრულებიდან 5 წელიწადში პოლიტიკა დატოვა, - ბოლო წლებში სიმსივნეს ებრძოდა.

„ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ ჩვენი ამხანაგი, პეპე მუხიკა, - პრეზიდენტი, აქტივისტი, წინამძღოლი და ლიდერი - გარდაიცვალა. ძალიან მოგვენატრები, ძველო მეგობარი“, - დაწერა დღეს საღამოს, 13 მაისს, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა იამანდუ ოსრიმ X-ზე.

ხოსე მუხიკა 2010-15 წლებში იყო ურუგვაის პრეზიდენტი.

მისი ხუთწლიანი პრეზიდენტობის მთავარ მიღწევებად მიიჩნევა სიღარიბის დონის დაწევა (18,5 პროცენტიდან 9,7-მდე), ქვეყნის ისტორიაში უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (6,3%), აბორტებისა და ერთნაირსქესიანი ადამიანების ქორწინების ლეგალიზაცია; ასევე, მარიხუანის მოყვანისა და გამოყენების ლეგალიზაცია, როგორც სამედიცინო, ასევე რეკრეაციული მიზნებისთვის. ურუგვაის პრეზიდენტმა წამოაყენა ინიციატივა შექმნილიყო სოციალური გეგმა „ერთად“.

ის აკრიტიკებდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში შეჭრის გამო.

„პუტინის მმართველობა ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებულია მსოფლიოში, - ამბობდა ის CNN-თან 2022 წელს, - პუტინს საზიზღარი მიზნები აქვს, ეს სხვა არაფერია, თუ არა იმპერიული თავდასხმა ნაციაზე [უკრაინელები], რომელთანაც [რუსეთს] არცთუ მარტივი ისტორიული წარსული აკავშირებს“.

ვრცლად მის შესახებ იხილეთ:

ფორუმი

XS
SM
MD
LG