თუ თვალი დაკავებული გაქვთ და საკითხავად არ გცალიათ, ან თუ სათვალეს ვერ პოულობთ, ანდა, თუ უბრალოდ მოგენატრათ თვალების დახუჭვა და სხვების მიერ მოთხრობილი საინტერესო ამბებისთვის ყურის მიგდება, მაშინ ეს პოდკასტი თქვენთვისაა.
„მოლაპარაკე ტექსტების“ მოქმედი პირები არიან ტექსტები, რომლებსაც რადიო თავისუფლების ვებსაიტზე ვარჩევ თქვენთვის კვირაში ერთხელ და ამ ტექსტებს მოსათხრობ ამბებად ვაქცევ ხოლმე.
დღეს ამ სტატიებზე ვისაუბრებთ:
- „გოჭები და ქათმები აბრეშუმის კაბებში“ - როგორ დაიწერა 21-ე საუკუნის ხუთი ზღაპარი
- სასამართლო და სამართლიანობა
-
ბიძინა რამიშვილი
ჟურნალისტი და რედაქტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის, მედიის ენისა და სტანდარტების საკითხებზე. რადიო თავისუფლების თანამშრომელია 1991 წლიდან.
-
ტატო ჯინჯიხაძე
მუსიკოსი, აუდიოდიზაინერი; რადიომაუწყებლობისა და პოდკასტების ხმის რეჟისორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან.