Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯემალ ქარჩხაძე, ქარავანი


„წიგნები“ რუბრიკით „ქართული“ გთავაზობთ საუბარს ქართველი მწერლის, ესეისტისა და დრამატურგის, ჯემალ ქარჩხაძის რომან „ქარავანზე“. ჯემალ ქარჩხაძე ინტელექტუალური პროზის მთავარი ფუძემდებელია მეოცე საუკუნის მწერლობაში და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მწერალია ოცდამეერთე საუკუნეში. იმის გამო, რომ მან ბევრი რამ იწინასწარმეტყველა, როგორც შემოქმედმა, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ძალიან თანამედროვე მწერალი გახლავთ. „ქარავანი“ გოეთეს „ვილჰელმ მაისტერისა“ და თომას მანის „ჯადოსნური მთის“ მსგავსად ე.წ. ბილდუნგსრომანია ანუ მასში აღწერილია ახალგაზრდა კაცის პიროვნებად ჩამოყალიბების ისტორია. მთავარი გმირის, აბელის, გზაზე ნელ-ნელა ჩნდებიან მისი მასწავლებლები. უპირველეს ყოვლისა, მასაც ჰყავს გენეტიკური გურუ ბაბუის სახით, როგორც ჰანს კასტორპს ჰყავდა ტინაპელი და დომენიკოს - მამა. შემდეგ ყველაფერი აბელის თანაკლასელით, მირიანით, ხელახლა იწყება. მირიანი კვდება და მის ადგილს გედეონ რევია და სამსონი იკავებენ...

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG