Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰრაირ თამრაზიანი: ფაშინიანი სააკაშვილზე უფრო თავშეკავებულია


პოლიტოლოგები და ანალიტიკოსები კვლავ ბევრს მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ განვითარდება სომხეთის ხავერდოვანი რევოლუცია, როგორ სახეს შეიძენს სახელისუფლებო ვერტიკალი და რამდენად შეძლებს პოლიტიკური პროცესების მართვას ნიკოლ ფაშინიანი. სომხეთში მიმდინარე პროცესებზე თავის მოსაზრებას გვიზიარებს რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის დირექტორი ჰრაირ თამრაზიანი.

ჰრაირ თამრაზიანი: მეც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ სომხეთში რაღაც ძალიან დიდი ხდება. კი, ხალხი ამბობს, რომ ეს არის რევოლუცია, ხავერდოვანი რევოლუცია, სხვადასხვა შეფასებას გამოთქვამენ . მე მართლა არ მოვსწრებივარ ასეთ რამეს. არადა, ბევრი მინახავს სომხეთშიც და სხვაგანაც. ასეთი მოძრაობა, ასეთი სახალხო მღელვარება არსად მინახავს.

კობა ლიკლიკაძე: რა იყო ბოლო წვეთი? იყო ვითარება, რომელიც გარედან ისე ჩანდა, რომ არაფრით გამოირჩეოდა - ყოველ შემთხვევაში, რევოლუციას არ მოასწავებდა. უცებ ასეთი ტალღა აგორდა, ასეთი დიდი მოვლენა მოხდა. რა იყო, თქვენი აზრით, ბოლო წვეთი?

მე არ შევადარებდი სააკაშვილს. ის ქარიზმატული ლიდერია, ახალგაზრდა - 42 წლისაა. პროფესიით ჟურნალისტია, იყო სომხეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გაზეთის რედაქტორი. კარგად იცის როგორ უნდა მოეპყრას ჟურნალისტებს და ჩვენთვის, ჟურნალისტებისათვის, ძალიან კომფორტულია მასთან მუშაობა...

ჰრაირ თამრაზიანი: ხალხი ძალიან უკმაყოფილო იყო იმით, რაც სომხეთში ხდება - ეკონომიკური მდგომარეობა, მე ვიტყოდი, სავალალოა. ზოგი ამბობს, ეკონომიკური ზრდა 3 პროცენტიაო, ზოგის თქმით, ორია, ზოგი შვიდ პროცენტზეც კი ლაპარაკობს. ეს არის, იცით, „სომხური პარადოქსი“ - სომხეთში ერთმანეთს არ შეესაბამება ეკონომიკური ზრდა და მოსახლეობის ცხოვრების პირობები. ყოველთვის ასე იყო, ამას ვუწოდებთ „სომხურ პარადოქსს“. ზრდა რომ ყოფილიყო კიდეც, მოსახლეობა ვერ გრძნობდა ხოლმე კეთილდღეობის მატებას. მოკლედ, ხალხი ყოველთვის უკმაყოფილო იყო, მაგრამ პირველად დაინახა ლიდერი, რომელსაც შეუძლია გაჰყვეს. ხალხმა ძალიან შეიყვარა ოპოზიციონერი ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი, რომელმაც, ფაქტობრივად, მარტომ ააგორა ეს რევოლუცია. ფეხით მოიარა მთელი სომხეთი - არწმუნებდა ხალხს, ქუჩაში გამოდით, პროტესტი გამოხატეთო. ბოლო წვეთი გახდა - და ეს ძალიან მნიშვნელოვანია - ის, რომ სერჟ სარგსიანმა მესამე ვადით წამოაყენა თავისი კანდიდატურა ხელმძღვანელ პოსტზე. ცხადია, პრემიერ-მინისტრის პოსტზე წამოაყენა პირველად, მაგრამ მანამდე ორი ვადით იყო ქვეყნის პრეზიდენტი. თან პირობა ჰქონდა დადებული, რომ ორი ვადით პრეზიდენტობის შემდეგ აღარასოდეს შეეცდებოდა სომხეთის მმართველ პოსტზე ყოფნას. ეს იყო ბოლო წვეთი.

კობა ლიკლიკაძე: ჰრაირ, თქვენ შეხვედრიხართ ფაშინიანს - შეხვედრიხართ, ინტერვიუ აგიღიათ - რამდენჯერმე. როგორ დაახასიათებდით სომხეთის რევოლუციის ლიდერს? როგორ შთაბეჭდილებას ტოვებს - წინდახედული კაცის თუ ექსცენტრულის, მეტისმეტად ემოციურის? მას ზოგჯერ მიხეილ სააკაშვილს ადარებენ ხოლმე! ალბათ, თქვენც გსმენიათ ასეთი შედარება.

ობიექტურობა მთავარია ჟურნალისტიკაში. თუ პოლიტიკოსს შენიანივით დაელაპარაკები, ეს ნიშნავს, რომ დაშვებული ზღვარი გადალახე. შენი თქმის არ იყოს, საჭიროა ობიექტურობის შენარჩუნება. ვფიქრობ, რომ დამოუკიდებელი მედია - სომხეთში ასეთი მედიასაშუალება ძალიან ცოტაა - ჯერჯერობით თავს ართმევს ამ ამოცანას, საკმაოდ ობიექტურად აშუქებს მოვლენებს...

ჰრაირ თამრაზიანი: მე არ შევადარებდი სააკაშვილს. ის ქარიზმატული ლიდერია, ახალგაზრდა - 42 წლისაა. პროფესიით ჟურნალისტია, იყო სომხეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გაზეთის რედაქტორი. კარგად იცის როგორ უნდა მოეპყრას ჟურნალისტებს და ჩვენთვის, ჟურნალისტებისათვის, ძალიან კომფორტულია მასთან მუშაობა. როგორც ადამიანი - მე ვიტყოდი, რომ ბოლო ხანს აშკარად ეტყობა ზრდა. გაიზარდა როგორც პოლიტიკოსი. აქტიური, მებრძოლი ოპოზიციონერიდან გაწონასწორებულ პოლიტიკოსად იქცა. დავუშვათ, თუ ხუთი წლის წინ შეეძლო კარგად გამოელანძღა მთავრობის რომელიმე წევრი, ახლა შეუძლია ძალიან მშვიდად უპასუხოს მისთვის დასმულ კრიტიკულ შეკითხვებს. მოკლედ, ის ახლა უფრო გაწონასწორებულია და ამ მხრივ, ვფიქრობ, განსხვავდება სააკაშვილისაგან. გამოსვლებისას უფრო თავშეკავებულია, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი

კობა ლიკლიკაძე: შენ თქვი, რომ ძალიან კომფორტულია ფაშინიანთან მუშაობა, ახსენე მისი ჟურნალისტური წარსული. ხომ არ ხედავ საფრთხეს, რომ საინფორმაციო საშუალებების ნაწილი რევოლუციის მხარეს გადავა და, გარკვეული თვალსაზრისით, სამსახურს გაუწევს რევოლუციის ლიდერებს სომხეთში, როგორც ეს სხვა ქვეყნებში მოხდა - არ დავასახელებ, რომელში. არ არის ასეთი საფრთხე სომხეთში?

ჰრაირ თამრაზიანი: რასაკვირველია, არის! და ყოველთვის ყურადღებით უნდა ვიყოთ. ობიექტურობა მთავარია ჟურნალისტიკაში. თუ პოლიტიკოსს შენიანივით დაელაპარაკები, ეს ნიშნავს, რომ დაშვებული ზღვარი გადალახე. შენი თქმის არ იყოს, საჭიროა ობიექტურობის შენარჩუნება. ვფიქრობ, რომ დამოუკიდებელი მედია - სომხეთში ასეთი მედიასაშუალება ძალიან ცოტაა - ჯერჯერობით თავს ართმევს ამ ამოცანას, საკმაოდ ობიექტურად აშუქებს მოვლენებს. მაგრამ, მეორე მხრივ, ხდება ის, რომ მთავრობის მხარდამჭერი საინფორმაციო საშუალებები ასე ობიექტურად არ მუშაობენ. მაგალითად, დღეს საზოგადოებრივმა ტელევიზიამ, იცით, რა აჩვენა, როცა ცენტრალურ მოედანზე უამრავი ხალხი იყო შეკრებილი? საზოგადოებრივი ტელევიზია აჩვენებდა - თან მთელი ქვეყნის მასშტაბით - მათემატიკის გაკვეთილს! გესმით? ხუთი მოსწავლე ზის, მასწავლებელი დაფასთან დგას და რაღაცას უხსნის! უბრალოდ, საოცარი რაღაც ხდება სომხეთის მედიასივრცეში.

(...) იცით, რა მოხდა? სომხეთის ისტორიაში პირველად, საზოგადოებრივი ტელევიზიის პირველმა არხმა ეთერში გაუშვა რადიო თავისუფლების პირდაპირი ტრანსლაცია! გავოცდით... ვიფიქრე, მართლა რაღაც ხდება, აქამდე ასეთი რამ შეუძლებელი იქნებოდა-მეთქი. მაგრამ მას შემდეგ, რაც რესპუბლიკურმა პარტიამ ხმა არ მისცა პრემიერ-მინისტრად ფაშინიანის კანდიდატურას, ისევ ძველებურად დაიწყეს: აჩვენებენ მათემატიკის, ფიზიკის გაკვეთილებს და ძველ ფილმებს, „ეული კაკლის ხის“ მსგავსს.

კობა ლიკლიკაძე: ჰრაირ, ბოლო შეკითხვა - მსუბუქი თემა, სხვებთან შედარებით. ყველა რევოლუციას აქვს თავისი სიმბოლოები, რომლებიც ძალიან პოპულარული ხდება, ერთგვარ საფირმო ნიშნადაც კი იქცევა ხოლმე. მახსენდება ნარინჯისფერი რევოლუცია, ვარდების რევოლუცია. სომხეთში პოპულარული ხდება კეპი და ზურგჩანთა, როგორითაც ნიკოლ ფაშინიანი ხალხში გადის ხოლმე?..

ჰრაირ თამრაზიანი: ზუსტად! ზურგჩანთას ხშირად დაინახავ, ბევრი ახალგაზრდა დადის ზურგჩანთითა და კეპით. კეპზეა წარწერა „დუხოვ“, რაც ნიშნავს ადამიანს, რომელიც გაბედულია, რისკის არ ეშინია, ძლიერია თავისი სულით. ბევრ კეპზე ნახავთ ასეთ წარწერას. და არის კიდევ ერთი სიმბოლო - ძალიან საყვარელი ძაღლი „ქაილო“. ეს ძაღლი ყველგან თან დაჰყვებოდა დემონსტრანტებს და ისიც იქცა ამ რევოლუციის სიმბოლოდ.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG