Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შემთხვევებშია შემოწირულება უკანონო?


რა შემთხვევებშია შემოწირულება უკანონო?
please wait

No media source currently available

0:00 0:23:55 0:00

16 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიგი ჩიხლაძე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მთავარი იურისტი. მან ილაპარაკა შემოწირულებებზე, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შეზღუდვებსა და დღემდე გამოვლენილ დარღვევებზე. გიგი ჩიხლაძე განმარტავს, რომ თანხის ოდენობის ლიმიტის გადალახვის გარდა (ფიზიკურ პირს წელიწადში ერთი სუბიექტისთვის მაქსიმუმ 60 ათასი ლარის, იურიდიულს კი 120 ათასი ლარის შეწირვა შეუძლია), კანონის დარღვევაა სხვისი ნებით და სხვისი თანხის შეწირვა. ასეთი დარღვევები ყველა არჩევნებზე აღინუსხებოდა და თუკი შემოწირულების უკანონობა დადასტურდება, პირს ჯარიმის სახით შეწირული თანხის ორმაგი ოდენობის გადახდა ევალება. "საერთაშორისო გამჭვირვალობის" სპეციალურ ვებსაიტზე კვლავაც შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ პარტიებისა და კანდიდატებისთვის შემოწირულებების შესახებ ინფორმაციას და თუკი ასეთი არსებობს, შემომწირველის ბიზნესინტერესების, ტენდერებში მონაწილეობის შესახებაც ნახავთ ცნობებს. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ნოუ ჰაუდ კი გიგი ჩიხლაძე ასახელებს ე.წ. ტექნიკური კანდიდატების ყოფნას პრეზიდენტობის კანდიდატთა სიაში. კანონმდებლობა არ იცნობს "ტექნიკური კანდიდატის" დეფინიციას, თუმცა, მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს პრეზიდენტობის ორმა კანდიდატმა თავად დაასახელა თავისი ე.წ. ტექნიკური კანდიდატები და ეს გაამართლა იმით, რომ სურს მეტი ბერკეტი ჰქონდეს არჩევნების გაყალბების პრევენციისთვის. მეორე მხრივ, "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" საზოგადოების და შესაბამისი უწყებების ყურადღება მიაპყრო ფაქტებს, როცა ე.წ. ტექნიკური კანდიდატები სხვა კანდიდატს უსასყიდლოდ მოახმარდნენ თავიანთ კუთვნილ უფასო სარეკლამო დროს. ორგანიზაცია შენიშნავს, რომ პოლიტიკურ პარტიებს აკრძალული აქვთ შემოწირულების განხორციელება. შემოწირულება კი მხოლოდ თანხა არ არის. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" თანახმად, ცესკოს მიერ რეგისტრირებულ 25 კანდიდატს შორის 8 ტექნიკურია.

XS
SM
MD
LG