Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტი ასოცირების შეთანხმების შესრულებას აფასებს


31 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ვანო ჩხიკვაძე, "ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს" ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ანგარიშის პროექტზე, რომელიც საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულებას შეეხება. დოკუმენტზე 30 აგვისტოს იმსჯელა კომიტეტმა. მასში ასახულია როგორც წინსვლა ასოცირების შეთანხმების შესრულებაში, ისე გამოწვევები და პრობლემური საკითხები, მათ შორის: პოლიტიკური დიალოგის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა დაცვის, კარგი მმართველობის, ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის, ენერგეტიკისა და სხვა სფეროებს. ევროპის პარლამენტი პირველად მუშაობს ასეთ დოკუმენტზე.

XS
SM
MD
LG