ამჯერად ის დუბაის ეწვია - ერთი წლის თავზე აბუ-დაბიში $6-მილიარდიანი „მულტიფუნქციური დეველოპერული პროექტის“ შესახებ მემორანდუმის გაფორმებიდან.
„სიტყვით გამოვალ მსოფლიო მთავრობათა სამიტზე, ასევე, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე, რომლის მთავარი თემაა ინვესტიციების მომავალი“, - წერს იგი.
- „იგლ ჰილსის“ ინვესტიციები ჯერჯერობით საქსტატის მონაცემებში არ ასახულა;
- საამიროები არ შედის საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ათეულშიც კი - 2025 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით;
- მესამე კვარტალში პირველ ადგილზე აშშ-ია, 93,5 მლნ აშშ დოლარით;
- 2024 წელს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან 36,14 მილიონი აშშ დოლარი შემოვიდა პირდაპირი ინვესტიციების სახით;
- ინვესტიციების ჯამური მოცულობა სამ კვარტალში 1,296 მლრდ აშშ დოლარს აღწევს.
წინა ვიზიტები
ახლანდელი ვიზიტის მიზანია მონაწილეობის მიღება „მსოფლიო მთავრობათა სამიტში“, რომელიც დუბაიში 3-5 თებერვალს იმართება.
წინა სამი ვიზიტი კი გაიმართა:
- 2026 წლის 14 იანვარს - შეხვდა პრეზიდენტ შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს; ისაუბრა „იგლ ჰილსის“ დაანონსებულ 6,6-მილიარდიან ინვესტიციასა და „თბილისის მშრალ პორტზე“.
- 2025 წლის 11-13 თებერვალს - დელეგაციასთან ერთად მაშინაც „მსოფლიო მთავრობათა სამიტში“ მიიღო მონაწილეობა; შეხვდა ვიცე-პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და დუბაის მმართველს, შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმს და სხვა ლიდერებს;
- 2025 წლის 27 იანვარს - შეხვდა პრეზიდენტ ალ ნაჰიანს. სწორედ ამ ვიზიტისას დაანონსდა Eagle Hills-ისა და Emaar Properties-ის დეველოპერული პროექტი.
2025 წელს კობახიძე სამჯერ შეხვდა ალ-ნაჰიანს. საამიროების პრეზიდენტი თავად საქართველოში 2025 წლის სექტემბერში იმყოფებოდა. ის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსაც შეხვდა.
ვინ არიან დელეგაციაში
ამჟამინდელი ვიზიტისას ირაკლი კობახიძეს თან ახლავს:
- ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი;
- საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი;
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი;
- იუსტიციის მინისტრი პაატა სალია;
- განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე;
- მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
„დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრებიც, როგორც სხვადასხვა სახელმწიფოების ლიდერებთან, ისე ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ფორუმი