Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რატომ არ შეაჩერა სახელმწიფომ და კომპანიამ საწარმოს ფუნქციონირება აპრილში?"


18 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლელა გვიაშიანი, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი. მან ილაპარაკა ტყიბულში 16 ივლისს მომხდარსა და არა მარტო ამ შემთხვევაზე, სწორი სამართლებრივი რეაგირებისა და პასუხისმგებლობების სწორად განაწილების საკითხზე. ლელა გვიშიანი შენიშნავს, რომ ტყიბულში საწარმოო პროცესში მომხდარი შემთხვევები არ შეიძლება გნახილული იყოს როგორც უბედური შემთხვევები, არამედ ეს არის შედეგი დღემდე არსებული არასწორი პოლიტიკისა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს საფრთხის პრევენციას. EMC-ს იურისტი ლაპარაკობს ტყიბულის შახტში სამუშაოს მწარმოებელი კომპანიის - GIG-ს ხელმძღვანელებისა და ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე. ლელა გვიშიანისთვის უმთვავრესი კითხვაა - რატომ არ შეაჩერა სახელმწიფომ საწარმოო პროცესი  აპრილის შემთხვევის შემდეგ, რასაც მაშინ 6 ადამიანი ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG