ლილის ომი
26 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო. საომარი მოქმედებების შედეგად, რომელმაც წელიწადზე მეტხანს გასტანა, არაოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 16 ათასზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პირი. 273 ათასი ადამიანი კი დევნილად იქცა. ლილი კაკულიას აფხაზეთის ომმა ოჯახის რვა წევრი წაართვა. მათ შორის, 21 წლის შვილი ვასო დგებუაძე და 51 წლის ქმარი გიორგი დგებუაძე. ისინი 1993 წლის 29 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან მესამე დღეს, სოფელ ესტონკაში დახოცეს. ლილი კაკულიამ მოკლულ ქმარ-შვილსა და ნათესავებს საკუთარი ხელით გაუთხარა საფლავები. ის დღეს თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, სხვა დევნილებთან ერთად, ავარიულ შენობაში ცხოვრობს.
ეპიზოდები
-
მაისი 28, 2026„ჩემი შვილი იყოს ბოლო“
-
მაისი 27, 2026ანტი-დრონების პოლიცია კრამატორსკში
-
მაისი 26, 2026დამოუკიდებლობის დღე - მაშინ აქედან ვიყვირებთ
-
მაისი 25, 2026ქუჩა, როგორც პროტესტის არქივი - როგორ იბრძოდნენ საქართველოში
-
მაისი 09, 2026ინტერვიუ კევინ ჰამილტონთან
-
მაისი 09, 2026შვილი: ნინო ზაუტაშვილი