Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მე რომ ძალაუფლება მქონდეს


მე რომ პოლიტიკოსი ვიყო, პირველ რიგში ჩემი ქვეყნის საზოგადოებას გავიცნობდი.

გავიგებდი, რა არის მისი ძირითადი პრობლემა და ამის აღმოსაფხვრელად ვიზრუნებდი.

მე რომ ძალაუფლება მქონდეს
please wait

No media source currently available

0:00 0:02:36 0:00
გადმოწერა

ჩავიდოდი ყველა მძიმე და დაბალ ფენაში და იქიდან დავიწყებდი პრობლემების ძიებას.

მე რომ განათლების მინისტრი ვიყო, პირველ რიგში დავაბრუნებდი რელიგიის სწავლებას სკოლაში, რათა მომავალ თაობას სწორად გაეგო, რა არის სინამდვილეში რელიგია და რა ისტორია აქვს მსოფლიო რელიგიებს.

სკოლაში ბავშვებს ვასწავლიდი, რა უნდა იცოდნენ სქესობრივ ცხოვრებაზე, იმ დააავადებებზე, რომლებიც დაუცველი სექსით გადადის.

მოზარდებს მათი სხეულს გავაცნობდი - ეს არ არის სირცხვილი. მგონია, რომ ეს შეამცირებდა ქვეყანაში სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან გამოწვეულ სიკვდილიანობას.

კიდევ, სკოლებში დავამატებდი ისეთ გაკვეთილებს, სადაც ბავშვები კი არ მოუსმენდნენ მასწავლებელს, არამედ, პირიქით, მასწავლებელი მოუსმენდა მოსწავლეების აზრს.

სკოლას გავხდიდი ისეთ ადგილად, სადაც მოსწავლის აზრს და შეხედულებებს პატივს სცემენ.

სასკოლო საგნებს დავამატებდი ფსიქოლოგიას და ფილოსოფიას, რომ ბავშვებს ცხოვრებაზე მსჯელობა შეძლებოდათ, სადაც მათ ექნებოდათ საშუალება დაესვათ კითხვა: ვინ ვარ მე? ვინ ვართ ჩვენ, ადამიანები? და რას წარმოადგენს სამყარო, სადაც ვცხოვრობთ.

მე რომ საამისო ძალაუფლება მქონდეს, შევქმნიდი ისეთ სკოლას, სადაც მოსწავლეები ისწავლიდნენ ერთმანეთის პატივისცემას, ტოლერანტობას, ჰუმანურობას.

მე რომ პოლიტიკოსი ვყოფილიყავი, კანონმდებლობას უფრო ჰუმანურს გავხდიდი.

ხანდახან ვფიქრობ, შევქმნიდი ისეთ დაწესებულებას, ციხის ალტერნატივას, სადაც დამნაშავეები გაატარებდნენ მათთვის მისჯილ წლებს, მაგრამ იქ ის განსხვავება იქნებოდა, რომ მათთან მართლა იმუშავებდნენ ფსიქოლოგები, მართლა დაეხმარებოდნენ შეცდომის გააზრებაში.

სულ ვფიქრობ, რომ მოძალადეც მსხვერპლია და მასაც სჭირდება შველა და დახმარება.სხვანაირად მას უკან, საზოგადოებაში, ვერ დავიბრუნებთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG