„მცოცავი ოკუპაციის“ ლოგიკა - სად გაავლებენ რუსები შემდეგ მავთულხლართს?
„საქართველოს ტერიტორიაზე საოკუპაციო ღობეების გავლება 2008 წელს დაწყებული პროცესის ლოგიკური გაგრძელებაა, რომელსაც რუსეთი წარმატებით და კარგად შერჩეულ დროს ახორციელებს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორმა, კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა. ქარელის რაიონის სოფელი ატოცი ჯერჯერობით ბოლო წერტილია, სადაც ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი გაგრძელდა, მაგრამ არა უკანასკნელი. სად ჩაყრიან ახალ ბოძებს? რომელი სოფელი იქნება შემდეგი? რა რუკა უჭირავთ ხელში საოკუპაციო ძალებს, რომლის მიხედვითაც საზღვარს მოუყვებიან და ნიშნავენ? მითუმეტეს, რომ სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვარი 340 კილომეტრია - მათ კი საზღვარი მხოლოდ 40 კილომეტრზე აქვთ გავლებული. რას აკეთებს ამ დროს საქართველოს ხელისუფლება? ის, რომ რეალობა არ იცვლება, არის თუ არა ხელისუფლების უძლურების ბრალი? და ამ ფონზე იყენებს თუ არა მთავრობა ეფექტიანად მის ხელთ არსებულ ბერკეტებს? რადიო თავისუფლებამ პაატა ზაქარეიშვილს სწორედ ეს შეკითხვები დაუსვა.
ეპიზოდები
-
აპრილი 24, 2026ჩერნობილის ქართველი ლიკვიდატორები
-
აპრილი 17, 2026როლანდ შალამბერიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აპრილი 01, 2026ამინი - ილია II-ის ინგუში შვილობილი
-
მარტი 24, 2026პატრიარქი უკანასკნელ გზაზე
-
მარტი 12, 2026ნათია ფანჯიკიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
თებერვალი 03, 2026ვაჟა გაფრინდაშვილი - 8 ფოტო არქივიდან