Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ცხოვრობენ ნიგერიელი სტუდენტები თბილისში

როგორ ცხოვრობენ ნიგერიელი სტუდენტები თბილისში
please wait

No media source currently available

0:00 0:03:32 0:00

როგორია იმ მიგრანტების გზა, რომლებმაც - ევროპის კავშირთან შედარებით - ეკონომიკურად, თუ სოციალური დაცულობით გაცილებით უფრო სუსტ ქვეყანას შეაფარა თავი?

ჩიომა საქართველოში 6 წლის წინ ჩამოვიდა, აქვე გაიცნო მისი მომავალი ქმარი, ასევე ნიგერიელი სტუდენტი და აქვე გაჩნდა მათი შვილი, ანაბელი.

ჩიომა თბილისში ბიზნეს ადმინისტრირებას სწავლობს. ბაკალავრიატი დაამთავრა და მასტერის გაკეთებას გეგმავს. ამბობს, რომ აქ მიღებულ ცოდნას აქვე გამოიყენებდა და ბიზნესს წამოიწყებდა, რომ არა დოკუმენტებთან დაკავშირებული სირთულეები. ჩამოსვლისას ჩიომა ნიგერიული რესტორნის გაკეთებაზე ფიქრობდა. მას შემდეგ რაც მისი შვილი გაჩნდა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დაიბადა, ბინადრობის უფლების გარეშე ცხოვრობს ამ ქვეყანაში, ჩიომას გადაადგილების საშუალება შეეზღუდა. თუ ბავშვთან ერთად ქვეყანას დატოვებს, არსებობს რისკი, რომ უკან დაბრუნების ნებართვას ვეღარ მიიღებს. ამ ტიპის პრობლემები საქართველოში ჩამოსულ არაერთ აზიისა დ ააფრიკის მოქალაქეს აქვს და ეკა ჭითანავა, ტოლერანტობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ბინადრობის უფლებაზე ნათქვამ უარებში დისკრიმინაციული მოტივის არსებობის ეჭვის საფუძველს იძლევა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, წელიწადში დროებით საცხოვრებლად დაახლოებით 40 000 მიგრანტი შემოდის და მათი უმეტესობა მეზობელი ქვეყნებიდანაა (რუსეთი, თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი);

  • 16x9 Image

    ნასტასია არაბული

    პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.

    2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის. 

  • 16x9 Image

    დათო ქორიძე

    რეპორტიორი, ფოტოგრაფი. მუშაობს ადამიანის უფლებების, უმცირესობების და სხვა სოციალურ საკითხებზე. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2015 წლიდან.

XS
SM
MD
LG