საგამოცდო ციებ-ცხელება
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება. 22 საგამოცდო ცენტრი წელს გარეუბნებში არსებულ სკოლებში მოეწყო. ეს გადაწყვეტილება მაღალი ტემპერატურის გამო მიიღო გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა. გაგრილების სისტემა, მხოლოდ ერთ, რუსთავში არსებულ საგამოცდო ცენტრში გაკეთდა. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 ათასამდე აბიტურიენტი გავა. ისინი ცენტრებში გამოცდამდე 1 საათით ადრე, დილის 8 საათზე უნდა გამოცხადდნენ. წელს პირველად აბიტურიენტებს გამოცდის ჩაბარება საკუთარი ავტოკალმითაც შეეძლებათ. შავი ფერის ტუშის კალმის გარდა, აბიტურიენტებს გამოცდაზე მხოლოდ წყლის შეტანა შეუძლიათ.
ეპიზოდები
-
სექტემბერი 16, 2026„ამ სკოლას არ ჰყავს პატრონი“ - სოფელი სკოლის გარეშე
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან