"სუს-ი პრაქტიკულად ლეგიტიმური მაკონტროლებლების გარეშეა დარჩენილი"
19 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო სოფო ვერძეული, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი. მან ილაპარაკა EMC-სა და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ მომზადებულ გამოკვლევაზე - "დემოკრატიული რეფორმები უსაფრთხოების სექტორში". სოფო ვერძეული აღნიშნავს, რომ არ არსებობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობაზე ლეგიტიმური ზედამხედველობის ეფექტიანი მექანიზმები. უფლებადამცველი განმარტავს, რომ სუს-ის მუშაობის სპეციფიკის და კონფიდენციურობის მიუხედავად, მნიშვნელოვანია მასზე კომპლექსურ ზედამხედველობას ახორციელებდნენ: პარლამენტი, სახალხო დამცველი, სპეციალიზებული ორგანოები და ა.შ.. "დილის საუბრების" სტუმარი მნიშვნელოვნად თვლის შესაბამისი ეფექტიანი მექანიზმის არსებობას იმ შემთხვევისთვის, როცა მოქალაქეს სურს სუს-ის მიერ მისი უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტის დადგენა. საუბრის დასასრულს სოფო ვერძეულმა ილაპარაკა მაჩალიკაშვილების ოჯახის ტრაგედიაზე - დღემდე ოჯახს არ აქვს ინფორმაცია თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაციისას სპეცრაზმელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შესახებ.
ეპიზოდები
-
მაისი 28, 2026„ჩემი შვილი იყოს ბოლო“
-
მაისი 27, 2026ანტი-დრონების პოლიცია კრამატორსკში
-
მაისი 26, 2026დამოუკიდებლობის დღე - მაშინ აქედან ვიყვირებთ
-
მაისი 25, 2026ქუჩა, როგორც პროტესტის არქივი - როგორ იბრძოდნენ საქართველოში
-
მაისი 09, 2026ინტერვიუ კევინ ჰამილტონთან
-
მაისი 09, 2026შვილი: ნინო ზაუტაშვილი