ხორავას ქუჩის საქმე: შეფასებები საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციებზე
ხორავას ქუჩის საქმის პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები შეხვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებს. განიხილებოდა კომისიის უმრავლესობის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციათა პროექტები: უნდა დაიწყოს სამართლებრივი დევნა მ.კ.-ს წინააღმდეგ - დავით სარალიძის მკვლელობაში თანამონაწილეობის მუხლით და უნდა დაიწყოს გამოძიება კიდევ ერთი არასრულწლოვნის, გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზე. კომისიის უმრავლესობის, „ევროპული საქართველოს“ პოზიციას არ ეთანხმება „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა. არასამთავრობო სექტორის ერთი ნაწილი და სახალხო დამცველის ოფისი იზიარებენ კომისიის რეკომენდაციებს, მეორე ნაწილი კი, რეკომენდაციების დამტკიცებამდე, სხვა ასპექტების გათვალისწინების საჭიროებას ხედავს.
ეპიზოდები
-
სექტემბერი 16, 2026„ამ სკოლას არ ჰყავს პატრონი“ - სოფელი სკოლის გარეშე
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან