Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს შეფასებით, მისი დახმარება სულ


გაეროს შეფასებით, მისი დახმარება სულ ცოტა ორნახევარი წელი იქნება საჭირო ავღანეთის ფეხზე დასაყენებლად. როგორც გაეროს სამშვიდობო ოპერაციათა უწყების წარმომადგენელმა

გაეროს შეფასებით, მისი დახმარება სულ ცოტა ორნახევარი წელი იქნება საჭირო ავღანეთის ფეხზე დასაყენებლად. როგორც გაეროს სამშვიდობო ოპერაციათა უწყების წარმომადგენელმა
მარტინ ბარბერმა დღეს ქაბულში განაცხადა, გაერო შეიმუშავებს ავღანეთის მთავრობის მხარდამჭერ მისიას, მაგრამ თვით გაერო აღმასრულებელ როლს არ იკისრებს. ბარბერი ხელმძღვანელობს ჯგუფს, რომელმაც საფუძველი უნდა მოუმზადოს სამშვიდობო მისიას. დღესვე გავრცელებული ცნობით, ავღანელთა ფრაქციების ლიდერებმა მიაღწიეს შეთანმხებას თალიბანის ყოფილი დასაყრდენი პუნქტის- ქალაქ ყანდაარის მართვის თაობაზე. ავღანეთის დროებითი მთავრობის ლიდერის, ჰამიდ კარზაისა და ყანდაარის ყოფილი გუბერნატორის, გულ აღას პრესმდივნებმა დაადასტურეს შეთანხმების ფაქტი, რომლის შესაბამისად ყანდაარის მმართველად ისევ აღა დაინიშნება, ხოლო მოლა ნაჯიბულა, მისი მოადგილე გახდება.
XS
SM
MD
LG