Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთში პრომოსკოვური ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით


ჩეჩნეთში პრომოსკოვური ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, ძალადობის ბოლო აქტებმა ურჩ რესპუბლიკაში 12 რუსი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა.

ჩეჩნეთში პრომოსკოვური ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, ძალადობის ბოლო აქტებმა ურჩ რესპუბლიკაში 12 რუსი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა.
დაჭრილია 22 სამხედრო მოსამსახურე. როგორც საინფორმაციო სააგენტო ასოშიეიტიდ პრესი იუწყება, განვლილი დღეღამის მანძილზე მეამბოხეებმა 18 იერიში მიიტანეს რუსულ პოზიციებსა და საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე, რის შედეგად დაიღუპა 5 და დაიჭრა 11 რუსი ჯარისკაცი. გუშინ კი, გროზნოსა და სამხრეთი ჩეჩნეთის ქალაქ ვედენოში მოკლეს 4 და დაჭრეს 3 რუსი ჯარისკაცი. ერთი რუსი ჯარისკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა მეამბოხეების თავდასხმამ აღმოსავლეთი ნოჟაი იურტის რაიონის ქალაქ ზანდაკთან, სადაც ოთხი ჯარისკაცი დაჭრეს. ხოლო გროზნოს აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ არღუნში მოხდა შეტაკება, რომლის მსვლელობაში დაიღუპა ორი პოლიციელი და დაიჭრა მათი ოთხი კოლეგა. მეამბოხეებმა 4 კაცი დაკარგეს.
XS
SM
MD
LG