Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანელი თალიბების ჯარი, ანუ ოსამა


ავღანელი თალიბების ჯარი, ანუ ოსამა ბინ ლადენის მომხრე მებრძოლების რაზმები, ანტითალიბანური შენაერთების მიერ შევიწროებულ იქნა.

ავღანელი თალიბების ჯარი, ანუ ოსამა ბინ ლადენის მომხრე მებრძოლების რაზმები, ანტითალიბანური შენაერთების მიერ შევიწროებულ იქნა.
“ალ ყაიდის” მეომრებმა უკან დაიხიეს მთიანი მასივის თორა ბორის სიღრმეში. აღმოსავლეთის თემთა კავშირის რაზმების მათაურმა ჰაზრათ ალიმ თქვა, რომ მისმა ძალებმა დაიკავეს ენზერი ზურის მთების ორი სიმაღლე. ცნობის თანახმად, “ალ ყაიდის” ასობით მებრძოლი იძულებული შეიქნა დაეტოვებინა თავისი სიმაგრეები, ამერიკის ავიაციის მიერ მოწყობილი ინტენსიური დაბომბვის და საგანგებო ჯარის ოპერაციის შედეგად. ანტითალიბანურად განწყობილი კიდევ ერთი რაზმის მეთაურმა მოჰამად ზამანმა ულტიმატუმი წაუყენა “ალ ყაიდას”, დატოვოს თორა ბორის არეალი და ახალი შეტევით დაემუქრა. ეს ცნობა დამოუკიდებელ წყაროს არ დაუდასტურებია.
XS
SM
MD
LG