Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირის ხელმძღვანელობამ დღეს გამოაცხადა


ევროპის კავშირის ხელმძღვანელობამ დღეს გამოაცხადა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი პაკეტის შესახებ.

ევროპის კავშირის ხელმძღვანელობამ დღეს გამოაცხადა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი პაკეტის შესახებ.
გაიყინა პალესტინელთა ექსტრემისტული დაჯგუფებების – ”ისლამური ჯიჰადისა” და დაჯგუფება ”ჰამასის” რადიკალური ფრთის – საბანკო ანგარიშები. ტერორისტული ორგანიზაციების სიაში ოფიციალურად იქნენ შეტანილი ბასკ სეპარატისტთა დაჯგუფება ეტა, ჩრდილოეთი ირლანდიის ანტიკათოლიკური დაჯგუფების, ირა-ს რადიკალური ფრთა და საბერძნეთის ულტრამემარცხენე ორგანიზაცია ”17 ნოემბერი”. ზომები მოიცავს აგრეთვე ტერორიზმში ეჭვმიტანილი ადამიანებისთვის თავშესაფრის მინიჭებაზე უარს და ევროპის კავშირის ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებს შორის ინფორმაციის გაცვლას.
XS
SM
MD
LG