Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო ფრაქცია ,,ტრადიციონალისტი” 2002 წლის


საპარლამენტო ფრაქცია ,,ტრადიციონალისტი” 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულ თავდაცვის სამინისტროს დაფინანსების 25 მილიონი ლარით გაზრდას ითხოვს,

საპარლამენტო ფრაქცია ,,ტრადიციონალისტი” 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულ თავდაცვის სამინისტროს დაფინანსების 25 მილიონი ლარით გაზრდას ითხოვს,
რაც ამავე დოკუმენტში ასახული სპეცსახსრების ოდენობის შემცირებით უნდა განხორციელდეს. ბიუჯეტის პროექტით, თავდაცვის უწყებისათვის განსაზღვრულია 46 მილიონი ლარი, ხოლო სპეცსახსრები - 105 მილიონი ლარით. როგორც პრაიმ-ნიუსს ფრაქცია ,,ტრადიციონალისტის” წევრმა ალექსანდრე შალამბერიძემ უთხრა, სპეცსახსრები ის რეზერვია, რომლითაც შესაძლებელია თავდაცვის უწყების დაფინანსების გაზრდა. თავდაცვის სამინისტრო, მინიმალური დაფინანსებისათვის მიმდინარე წელს 71 მილიონ ლარს ითხოვს, თუმცა ფინანსთა სამინისტროს პოზიციით, ბიუჯეტის პროექტი ამის შესაძლებლობას არ იძლევა.
XS
SM
MD
LG