Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ჟურნალისტთა კავშირს მიაჩნია, რომ


რუსეთის ჟურნალისტთა კავშირს მიაჩნია, რომ კონკურსი მეექვსე არხით მაუწყებლობისთვის, რომელზეც დღემდე ეთერში გადიოდა ტელეკომპანია ”ტე-ვე 6”, მაქსიმალურად ღია და საჯარო უნდა იყოს.

რუსეთის ჟურნალისტთა კავშირს მიაჩნია, რომ კონკურსი მეექვსე არხით მაუწყებლობისთვის, რომელზეც დღემდე ეთერში გადიოდა ტელეკომპანია ”ტე-ვე 6”, მაქსიმალურად ღია და საჯარო უნდა იყოს.
ჟურნალისტთა კავშირის განცხადებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ”ტე-ვე 6”-ის გათიშვამ ნათელი გახადა რუსეთის ხელისუფლების კურსი, რომელიც დამოუკიდებელი მასმედიის შეზღუდვისკენ არის მიმართული. წერილი შეიცავს მოწოდებას რუსეთის პარლამენტის, პრეზიდენტისა და მთავრობისადმი, დაუყოვნებლივ შეიქმნას საკანონმდებლო ბაზა ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სფეროში. მისი არაარსებობა, ჟურნალისტთა კავშირის აზრით, შესაძლებელს ხდის ერთიმეორის მიყოლებით იქნეს მიღებული ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც არცხვენს ქვეყანას და არღვევს მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებებს.
XS
SM
MD
LG