საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო მუშაობს საქართველოში რუსეთის სამხედრო ქონების შემდგომი განკარგვის საკითხზე.
როგორც საინფორმაციო სააგენტო ”პრაიმ-ნიუსი" იუწყება, მას ქონების მართვის მინისტრმა, სოლომონ პავლიაშვილმა უთხრა, რომ აუცილებელია სამხრეთ აკავკასიაში რუსეთის საჯარისო დაჯგუფების ქონების ინვენტარიზაცია და შეფასება, მისი განაწილების ფორმების განსაზღვრა რუსი სამხედროების გასვლის შემდეგ. მინისტრმა აღნიშნა ასევე, რომ რუსეთი ვალდებულია, გადაიხადოს ქონების გადასახადი და რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში დისლოცირებულ სამხედრო ნაწილებს საქართველოსთვის არაფერი გადაუხდიათ.