Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს "რადიო თავისუფალი ევროპა-რადიო თავისუფლებამ"


დღეს "რადიო თავისუფალი ევროპა-რადიო თავისუფლებამ" დაიწყო მაუწყებლობა ავღანეთისთვის.

დღეს "რადიო თავისუფალი ევროპა-რადიო თავისუფლებამ" დაიწყო მაუწყებლობა ავღანეთისთვის.
[ავღანელი დიქტორის ხმა] ”ეს არის რადიო თავისუფალი ავღანეთი”. რადიო თავისუფალი ევროპა-რადიო თავისუფლების ავღანური სამსახური, რომელსაც პრაღაში აქვს შტაბ-ბინა და ბიურო ქაბულში, მოკლე ტალღებზე დღეში 90 წუთის მანძილზე გადასცემს დარისა და პაშტუს ენებზე. დაგეგმილია სამაუწყებლო დროის გაზრდა დღეში 12 საათამდე. ავღანეთის ყოფილმა მეფემ, მოჰამად ზაჰირ შაჰმა, განაცხადა, რომ თავისუფალ და მიუკერძოებელ მედიას, როგორიც არის რადიო თავისუფალი ევროპა-რადიო თავისუფლება, შეუძლია გადამწყვეტი ისტორიული როლი ითამაშოს ავღანეთისა და რეგიონის მოსახლეობისათვის. რადიო თავისუფალი ევროპა-რადიო თავისუფლებაში 1985-დან 1993 წლამდე მოქმედებდა ავღანეთის რედაქცია. რადიოსადგურის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ტომ დაინმა, რადიომაუწყებლობის პირველ დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ცერემონიაზე განაცხადა, რომ ორგანიზაციამ შეცდომა დაუშვა ათი წლის წინ ავღანეთისთვის რადიომაუწყებლობის შეწყვეტით. შეერთებული შტატების კონგრესმა დეკემბერში გამოყო განახლებული გადაცემებისთვის დაფინანსება. რადიო თავისუფალი ევროპა-რადიო თავისუფლება 26 ქვეყნისთვის გადასცემს 30 ენაზე.
XS
SM
MD
LG