Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის დედაქალაქში გაიმართა ერთდღიანი კონფერენცია


გერმანიის დედაქალაქში გაიმართა ერთდღიანი კონფერენცია, რომლის მონაწილეებმა იმსჯელეს ავღანეთში პოლიციის ახალი ჯარის შექმნის შესახებ.

გერმანიის დედაქალაქში გაიმართა ერთდღიანი კონფერენცია, რომლის მონაწილეებმა იმსჯელეს ავღანეთში პოლიციის ახალი ჯარის შექმნის შესახებ.
გერმანიის წარმომადგენლის აზრით, ამგვარ ჯარში უნდა აისახოს ავღანეთის ეთნიკური სიჭრელე.
ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ თქვა ბერლინში, რომ ამგვარმა პოლიციამ ნარკოტიკებით ვაჭრობას ბოლო მოუღოს.
ავღანეთის გარდამავალმა მთავრობამ დღეს დანიშნა ფაქთიის რეგიონის ახალი გუბერნატორი, მიუხედავად მუქარისა, რომ ამ დანივშნას ადგილობრივი საველე მეთაურის პროტესტი მოჰყვებოდა.
გარდამავალი მთავრობის მეთაურმა ჰამიდ კარზაიმ თვითონ დაასახელა ბადახშანის პროვინციის ყოფილი გუბერნატორი ფაქთიის მმართველად.
ამერიკის მთავრობა აპირებს საჰაერო თავდასხმების შედეგად დაზარალებულებს ავღანეთში 20 მილიონი დოლარი გადაუხადოს. ამასთან ამერიკას ავღანეთის დაბომბვის თითოეული დღე 30 მილიონი დოლარი უჯდებოდა.

XS
SM
MD
LG