Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ


როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა თქვა, ამერიკის შეიარაღებული ძალები სამხედრო ტექნიკითა და კონსულტაციებით უწევს დახმარებას საქართველოს ტერორიზმთან გასამკლავებლად.

როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა თქვა, ამერიკის შეიარაღებული ძალები სამხედრო ტექნიკითა და კონსულტაციებით უწევს დახმარებას საქართველოს ტერორიზმთან გასამკლავებლად.
ჟურნალისტებთან საუბარში ბუშმა თქვა, რომ, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოში ”ალ ყაიდის” გავლენა არსებობს. ბუშის თქმით, სანამ სადმე არსებობს ”ალ ყაიდის” გავლენა, შეერთებული შტატები მასპინძელ ქვეყნებს დაეხმარება ტერორისტების პოვნასა და მართლმასჯულებისთვის მათ გადაცემაში. [ბუშის ხმა] ”ცხადია, იმისათვის, რომ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ იმ ქვეყნების მთავრობებთან, რომლებშიც ”ალ ყაიდამ” შეაღწია, ამ მთავრობებმა უნდა მოგვმართონ თხოვნით – დახმარების თხოვნით. ჩვენ სრულიად გარკვევით განვაცხადეთ – ან ჩვენთან ხართ, ან ჩვენს წინააღმდეგ. ჩვენ სრულიად გარკვევით განვაცხადეთ, რომ იმედი გვაქვს ეს ქვეყნები თავიანთ საქმეს გააკეთებენ.” დღესვე პენტაგონის წარმომადგენელმა განცხადა, რომ ამერიკამ საქართველოში ათი საბრძოლო ვერტმფრენი გააგზავნა.
XS
SM
MD
LG