Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ჰამიდ


ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ჰამიდ კარზაიმ, გამოთქვა მოწოდება, შეიქმნას საგანგებო კომისია,

ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ჰამიდ კარზაიმ, გამოთქვა მოწოდება, შეიქმნას საგანგებო კომისია,
რომელიც ამ ქვეყანაში სამოქალაქო პირების მკვლელობისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებს გამოიძიებდა. ავღანეთში ვიზიტად მყოფმა გაეროს ადამიანის უფლებათა უწყების ხელმძღვანელმა, მერი რობინსონმა განაცხადა, რომ ავღანეთში სამხედრო დანაშაულის ჩადენაში მხილებულ პირთა პატიება არ შეიძლება. ჰამიდ კარზაის განცხადებით, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში თალიბებისა და ალყაიდელების წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაცია დასასრულს უახლოვდება. ამჟამად, ამინდის გაუარესების გამო, ქალაქ გარდეზის მახლობლად მიმდინარე ბრძოლების ინტენსივობამ იკლო. ძლიერმა ქარმა და თოვლმა მოწინააღმდეგე აიძულა, თავი გამოქვაბულებისთვის შეეფარებინა. აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდლობის ინფორმაციით, ერთი კვირის მანძილზე განადგურებულ იქნა თალიბანისა და “ალ ყაიდის” 500-ზე მეტი მებრძოლი.
XS
SM
MD
LG