Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი


შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მოგზაურობს, დღეს იორდანიიდან ეგვიპტეში ჩავიდა.

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მოგზაურობს, დღეს იორდანიიდან ეგვიპტეში ჩავიდა.
ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქთან ჩეინის მოლაპარაკების მთავარი თემა ისრაელისა და პალესტინელთა კონფლიქტი იყო. მხარეებმა ერაყის თემაც განიხილეს. შეხვედრის შემდეგ მუბარაქმა განაცხადა, რომ შეეცდება, დაარწმუნოს ერაყის პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი, ინსპექციების განახლების ნება დართოს გაეროს განიარაღების ექსპერტებს. შეეხო რა ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას, დიკ ჩეინიმ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ყოველმხრივ შეეცდება, ხელი შეუწყოს რეგიონში მდგომარეობის სტაბილიზებას და, საბოლოოდ, მშვიდობის დამკვიდრებას.
XS
SM
MD
LG