Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების დესპანმა ახლო აღმოსავლეთში


შეერთებული შტატების დესპანმა ახლო აღმოსავლეთში ენტონი ზინიმ მოლაპარაკება გამართა დღეს ქალაქ რამალაჰში პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელობასთან.

შეერთებული შტატების დესპანმა ახლო აღმოსავლეთში ენტონი ზინიმ მოლაპარაკება გამართა დღეს ქალაქ რამალაჰში პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელობასთან.
პალესტინელთა დელეგაციის წევრმა საებ ერექატმა შეახსენა ენტონი ზინის, რომ ისრაელმა თავისი ჯარი უნდა გაიყვანოს მთლიანად ღაზის სექტორიდანა და იორდანეს დასავლეთი ნაპირიდან. პარასკევს ზინი ცალ ცალკე შეხვდა ისრაელის პრემიერ-მინისტრს არიელ შარონსა და პალესტინელთა ავტონომიის ლიდერს იასირ არაფატს და მოგვიანებით გამოთქვა იმედი, რომ უახლოესი სამი დღის განმავლობაში კონფლიქტში დაპირისპირებული მხარეები მოლაპარაკებათა მაგიდას მიუსხდებიან ცეცხლის შეწყვეტის მიზნით. შაბათს, ქალაქ ჰებრონში, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, როცა კომენდანტის საათი მოქმედებდა ისრაელმა სამხედროებმა პალესტინელი მოკლეს.
XS
SM
MD
LG