Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიდერლანდებში მთავრობის გუშინდელი გადადგომის შემდეგ


ნიდერლანდებში მთავრობის გუშინდელი გადადგომის შემდეგ

ნიდერლანდებში მთავრობის გუშინდელი გადადგომის შემდეგ
გამოცხადდა ქვეყნის შეიარაღებული ძალების მეთაურის, გენერალ ად ვან ბაალის გადადგომის შესახებაც. გადადგომების მიზეზია სკანდალი, რომელიც გამოიწვია 1995 წელს სრებრენიცაში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის გარემოებების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებამ. დამოუკიდებელმა კომისიამ ტრაგედიისთვის პასუხისმგებლობა დააკისრა გაეროს, აგრეთვე ნიდერლანდების მთავრობასა და უმაღლეს სამხედრო სარდლობას, რომელთაც ვერ მოახერხეს უბედურების თავიდან აცილება. ქალაქის დაცვა ევალებოდათ ჰოლანდიელ მშვიდობისდამცველებს, რომელთაც დაუბრკოლებლად შეუშვეს ქალაქში ბოსნიელ სერბთა ჯარები. ევროპის კავშირის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხავიერ სოლანამ, დღეს განაცხადა, რომ დამნაშავენი სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგნენ. სერბების მიერ მოწყობილ ხოცვა-ჟლეტას 7 500 მუსულმანის სიცოცხლე ემსხერპლა.
XS
SM
MD
LG