Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს პალესტინელთა დახმარებისა და შრომის


გაეროს პალესტინელთა დახმარებისა და შრომის უწყების უზენაესმა კომისარმა პეტერ ჰანზენმა თქვა,

გაეროს პალესტინელთა დახმარებისა და შრომის უწყების უზენაესმა კომისარმა პეტერ ჰანზენმა თქვა,
რომ ისრაელის ტანკებმა და ბულდოზერებმა დაანგრიეს პალესტინელთა ლტოლვილების ჯენინის ბანაკში 800 შენობა, სადაც 5000-მდე ლტოლვილი ცხოვრობდა. მისივე თანახმად, არის უამრავი დამადასტურებელი საბუთი იმისა, რომ ისრაელი არაპროპორციულ სამხედრო ძალას იყენებდა ჯენინში.
ისრაელი აცხადებს, რომ მისმა ჯარმა დაანგრია ბანაკის ცენტრალური არეალი, რადგან იქ ჩასაფრებული შეირაღებული პალესტნელებიარ დანებდნენ. ისრაელისვე თანახმად, იქ მოკლეს რამდლენიმე ათეული პალესტინელი ტერორისტი. ისრაელი ბანაკში არ უშვებდა გაეროს თანამშრომლებს, დასავლელ ჟურნალისტებს, ექიმებს და ჰუმანიტარულ ორანიზაციებს.
პალესტინელები ისრაელს ასეულობით მოქალაქის ხოცვა-ჟლეტის ფაქტის დამალვის მცდელობაში სდებენ ბრალს.

XS
SM
MD
LG