Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ


რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ განაცხადა, რომ “საზოგადოება სამართლიანად მიიჩნევს დანაშაულად”

რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ განაცხადა, რომ “საზოგადოება სამართლიანად მიიჩნევს დანაშაულად”
მღვდლების მიერ ბავშვების მიმართ ჩადენილ უხამს საქციელს. პაპის თქმით, “ღვთის თვალში ეს გულისამრევი ცოდვაა”. ვატიკანმა გამოაქვეყნა პაპის გამონათქვამი, რომლებიც მან გააკეთა დახურულ კარს მიღმა, შეერთებული შტატების კარდინალების შეხვედრაზე. იოანე პავლე მეორემ ისინი რომში დაიბარა იმ სკანდალის გამო, რომელიც ამერიკაში, ბავშვების სექსუალურ გარყვნასთან დაკავშირებით ატყდა. მოსალოდნელია, რომ პაპი და შეერთებული შტატების კათოლიკე ლიდერები განიხილავენ გზებს ეკლესიის შერყეული პრესტიჟის აღსადგენად და შეიმუშავებენ პოლიტიკას მომავალში სექსუალური ხელყოფის თავიდან ასაცილებლად. პაპის თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ “იმათ, ვინც ზიანს აყენებს ნორჩ თაობას”, არ უნდა ჰქონდეს ადგილი არც სამღვდელოებაში და არც რელიგიაში.
XS
SM
MD
LG