Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუგოსლავიაში უკვე ექვსმა ადამიანმა გადაწყვიტა


იუგოსლავიაში უკვე ექვსმა ადამიანმა გადაწყვიტა, ნებაყოფლობით წარდგეს ჰააგის ტრიბუნალის წინაშე.

იუგოსლავიაში უკვე ექვსმა ადამიანმა გადაწყვიტა, ნებაყოფლობით წარდგეს ჰააგის ტრიბუნალის წინაშე.
მათ შორის არიან იუგოსლავიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი დრაგოლიუბ ოიდანიჩი, ქვეყნის ყოფილი ვიცე-პრემიერი ნიკოლა შაინოვიჩი და ხორვატიელი სერბების ლიდერი მილან მარტიჩი. წუხელ, შუაღამისას, ამოიწურა ვადა, რომელიც იუგოსლავიის მთავრობამ სამხედრო დანაშაულში ეჭვმიტანილ პირებს მისცა შესაბამის უწყებებში ნებაყოფლობით გამოსაცხადებლად. სულ ჰააგის ტრიბუნალის მიერ შედგენილ სიაში 23 კაცია. სერბიის იუსტიციის მინისტრის, ნებოიშა შარკიჩის ცნობით, ხუთ ეჭვმიტანილს ვადა ორი კვირით გაუგრძელეს, ხოლო კიდევ ერთს (ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო) – ერთი თვით. ახლახან იუგოსლავიის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც შესაძლებელს ხდის ჰააგის ტრიბუნალისთვის სამხედრო დანაშაულში ეჭვმიტანილ პირთა გადაცემას.
XS
SM
MD
LG