Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ ცოტა 11 ადამიანი დაიჭრა


სულ ცოტა 11 ადამიანი დაიჭრა დღეს ისრაელის არმიის რეიდისას ქალაქ თულქარმში, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.

სულ ცოტა 11 ადამიანი დაიჭრა დღეს ისრაელის არმიის რეიდისას ქალაქ თულქარმში, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.
ადგილობრივი წყაროების თანახმად, სროლა დაიწყო, როცა ისრაელის არმიის ქვეგანაყოფები ტანკების მხარდაჭერით შეეცადნენ დაეპატიმრებინათ ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები.
წუხელ ღამით თელ-ავივის ღამის კლუბთან ავტომანქანა აფეთქდა. მსუბუქად დაიჭრა სამი ისრაელი. მრავალრიცხოვანი მსხვერპლის თავიდან აცილება მხოლოდ იმის გამო მოხერხდა, რომ დაცვამ აფეთქებამდე მოკლა ტერორისტი, რომელიც საჭესთან იმყოფებოდა და მანქანამ ვერ მოასწრო შენობასთან მიახლოება.
პალესტინის რადიკალურმა დაჯგუფებამ ”ალ-აქსას წამებულთა ბრიგადებმა” საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა ტერაქტის მცდელობისთვის.
XS
SM
MD
LG