Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იმასთან დაკავშირებით, რომ უკიდურესად დაიძაბა


იმასთან დაკავშირებით, რომ უკიდურესად დაიძაბა ვითარება ინდოეთ-პაკისტანის საზღვარზე, ქაშმირში,

იმასთან დაკავშირებით, რომ უკიდურესად დაიძაბა ვითარება ინდოეთ-პაკისტანის საზღვარზე, ქაშმირში,
გაერომ თავისი თანამშრომლებისა და მათი ოჯახების ევაკუაცია დაიწყო ბირთვული იარაღის მქონე ამ ორი ქვეყნიდან. ადრე, ინდოეთისა და პაკისტანის დატოვება შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და დასავლეთის რიგმა სახელმწიფოებმა მოუწოდეს თავიანთ მოქალაქეებს. ინდოეთის თავდაცვის მინისტრმა ჯორჯ ფერნანდესმა დღეს განაცხადა, რომ ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება კვლავაც არარეალურად გამოიყურება, თუმცა დასძინა, რომ ომი – არაა მოსალოდნელი. დღესვე, ინდოეთის პოლიციამ განაცხადა, რომ ინდოეთის ჯამუ და ქაშმირის შტატის დედაქალაქ შრინაგარში ქაშმირელ სეპარატისტთა მიერ სამხედრო საგუშაგოზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 13 – დაიჭრა. ინდოეთ-პაკისტანის საზღვარზე ქაშმირში, ორივე ქვეყნის ერთ მილიონამდე სამხედრო მოსამსახურეა განთავსებული. მომავალ კვირაში, სამშვიდობო მისიით ამ რეგიონს შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი და სახელმწიფო მდივნის მოადგილე რიჩარდ არმიტაჟი ეწვევიან. განვლილი 55 წლის მანძილზე, ინდოეთი და პაკისტანი, ქაშმირის გამო, ორჯერ ეომებოდნენ ერთმანეთს.
XS
SM
MD
LG