Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა


ჩეხეთის რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა

ჩეხეთის რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა
მმართველმა მემარცხენე-ცენტრისტულმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ხმების უმრავლესობა მიიღო დღეს ჩეხეთის რესპუბლიკაში დამთავრებულ საპარლამენტო არჩევნებში. და ამ პარტიის თავმჯდომარემ ვლადიმირ შპიდლამ განაცხადა, რომ ცენტრისტული კოალიციის ალიანსთან დაიწყებს მოლაპარაკებას ახალი მთავრობის შექმნის თაობაზე. მას შემდეგ, რაც კომისიამ ბიულეტენების 90 პროცენტი დაითვალა, სოციალ-დემოკრატებს ხმების 30 პროცენტი აქვთ მიღებული, ხოლო ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვაცლავ კლაუსის ოპოზიურ სამოქალაქო დემოკრატიულ პარტიას – 24 პროცენტი. გარდა ამისა, კომპარტიამ 19, ხოლო ცენტრისტულმა კოალიციამ ხმების 14 პროცენტი მიიღო. დანარჩენმა პარტიებმა ვერ გადალახეს პარლამენტში მოსახვედრად აუცილებელი ხუთპროცენტიანი ზღვარი. სოციალ-დემოკრატების ლიდერმა ვლადიმირ შპიდლამ გამორიცხა კომუნისტებთან, ანდა კლაუსის პარტიასთან კოალიციაში შესვლა.
XS
SM
MD
LG