ამერიკისა და ავღანეთის ერთობლივმა კომისიამ დაასრულა პროვინცია ურაზგანში ჩატარებულ დაბომბვასთან დაკავშირებული გარემოებების გამოძიება.
ავღანეთის ხელისუფლების მონაცემებით, დაბომბვის შედეგად 44 ადამიანი დაიღუპა და 120-მდე დაიჭრა. კომისია ხვალ დაბრუნდება ქაბულში, სადაც წარმოადგენს გამოძიების შედეგებს. კომისიის წარმომადგენელმა თქვეს, რომ სოფელ კარაკაკში, სადაც ავღანეთის მხარის განცხადებით, ამერიკის ავიაციამ შეცდომით ჩამოაგდო ბომბები, კომისიამ მხოლოდ 20 დაჭირილი ნახა. ამასთან, მათ არ მისცეს მიწას მიბარებულთა ექსჰუმაციის უფლება. ამერიკის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა როჯერ კინგმა დღეს განმეორებით თქვა, რომ სოფელში ჩატარებული რეიდი ”ალ ყაიდისა” და თალიბანის წინააღმდეგ მიმართული ოპერაციის ნაწილი იყო.