Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელთა თვითმმართველობის ტერიტორიებზე ცხოვრების პირობების


პალესტინელთა თვითმმართველობის ტერიტორიებზე ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით ისრაელის ხელისუფლება კონკრეტული ზომების მიღებას აპირებს.

პალესტინელთა თვითმმართველობის ტერიტორიებზე ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით ისრაელის ხელისუფლება კონკრეტული ზომების მიღებას აპირებს.
როგორც ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა შიმონ პერესმა განაცხადა, პალესტინელებისთვის ისრაელში მუშაობის უფლებათა რიცხვი შვიდიდან რვა ათასამდე გაიზრდება. ამავე დროს, ისრაელის არმია პალესტინელთა ტერიტორიებზე ანტიტერორისტულ ოპერაციას განაგრძობს. დღეს იქ დააპატიმრეს ოთხი პალესტინელი, რომელთა შორის არის დაჯგუფება “ისლამური ჯიჰადის” ერთ-ერთი ლიდერი. დღესვე, მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ ჰებრონში მოხდა შეტაკება ებრაელ მოსახლეებსა და პალესტინელებს შორის. ებრაელებმა, რომლებიც პარასკევს მოკლული ისრაელი ჯარისკაცის დასაფლავებიდან ბრუნდებოდნენ, ქვები დაუშინეს და სცემეს პალესტინელებს. შემდეგ ატყდა სროლა, რომლის შედეგად დაიღუპა პალესტინელი გოგონა და დაიჭრა კიდევ ათი პალესტინელი. ისრაელ სამხედროთა განცხადებით, ისინი ყოველ ღონეს ხმარობენ ჰებრონში წესრიგის აღსადგენად.
XS
SM
MD
LG