რომელსაც ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები ავრცელებენ. ამ ალბომს “ევრო რემონტი” ჰქვია. ჩვენი თბილისელი თანამშრომლის, გიორგი გვახარიას აზრით, ირონია, რომლითაც სავსეა ზუმბას სიმღერები, ალბომის სათაურშიც ჩანს.
ყველას, ვისაც სიამოვნებას ანიჭებს ქართულ შოუ-ბიზნესზე ქილიკი, ვურჩევ აუცილებლად შეიძინოს პოპულარული, თუმცა ამავე შოუ-ბიზნესის ელიტაში ჯერ არ დამკვიდრებული მომღერლის, ზუმბას ალბომი, რომელშიც ზუმბას ძველი და ახალი სიმღერები შევიდა, მათ შორის ქართველი თინეიჯერების საყვარელი “ვაშლის გამყიდველო” – ჩვენი სინამდვილის დღევანდელი სახე, წარმოჩენილი მუსიკასა და ტექტსტში, ასახული პრინციპულად პრიმიტიულად, შესაძლებელია სწორედ ისე, როგორიც არის ეს სინამდვილე თუ არა, თანამედროვე ქართული ესტრადა მაინც. მხოლოდ ეს სიმღერა რომ მოისმინოთ, შესაძლებელია, ზუმბაც ეგრეთ წოდებული “ელიავას მომღერლებთან” აგერიოთ (ასე შეარქვეს მუსიკას, რომელსაც “ელიავას ბაზრობაზე” უკრავენ”), თუმცა მთელი ალბომის, “ევრორემონტის” მოსმენისას უთუოდ მიხვდებით, რომ მუსიკისა და ლექსის ბანალურობა თავისებური ხერხია ბანალურობაზე ქილიკის მისაღწევად და იმასაც მიხვდებით, რომ მთლიანად ეს ალბომი პროფესიონალი მუსიკოსების ნახელავია – “ევრორემონტის” ჩაწერაში ხომ მონაწილეობა მიიღეს მომღერალმა ნიაზ დიასამიძემ, გიტარისტმა ლევან კიკვიძემ, კლარნეტისტმა გიორგი ბეჟუაშვილმა. “ევრორემონტი” ხომ პროფესიონალურად გააფორმა ნიაზ დიასამიძემ – ალბომის ყდაზე ნამგალი და ურო მიახატა ევროკავშირის სიმბოლოს, ერთ წრედ შეკრულ ვარსკვლავებს... ეს უკვე ჩვენი, დღევანდელი ქართული კულტურის სიმბოლოა – საბჭოთა კულტურის სტერეოტიპები, რომელსაც “ევრორემონტი” ჩაუტარდა. [ხმა. მუსიკა]
“ვაშლის გამყიდველოსთან” ერთად ზუმბას ახალ ალბომში კიდევ ერთი პოპულარული სიმღერაა ჩართული, “ევრაზია”. ახალგაზრდა მუსიკოსის მიერ არჩეული სტილიც ხომ “ევრაზიაა”, რომელმაც ერთნაირად უნდა დააკმაყოფილოს როგორც “აზიატები”, ასევე ის ხალხი, ვინც “აზიატებზე” ქილიკობს. ასე რომ ზუმბას ახალ ალბომს წარმატება გარანტირებული აქვს.